მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ბორის წიფურია
ბორის წიფურია
15.06.1933 - 28.06.2005


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 11512 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ.ხორგაში (ხობის რაიონი) 1933 წლის 15 ივნისს. 1956 წელს დაამთვარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1956-62 წლებში მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად. 1962 წლიდან თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. 1984–1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი, შემდეგ პოპულარული ტელე-შოუს «ფორტუნას» წამყვანი. ღირსების ორდენის კავალერი (1998). თბილისი საპატიო მოქალაქე (2003).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ (კოლონიის უფროსი) - (1998)
2. ლუკას სახარება - (1998)
3. ბრავო, ჯორდანო ბრუნო! - (1993)
4. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (ხინესი, კატორღელი, თოჯინების თეატრის მფლობელი ) - (1989)
5. გამოცხადება - (1988)
6. ზოგი ჭირი მარგებელია (ხიზანა) - (1984)
7. მონანიება - (1984)
8. მარადისობის კანონი (სანდრო მაღლაფერიძე) - (1982)
9. ყოჩაღად, პაპებო ! (ლონგინოზი) - (1981)
10. წისქვილი ქალაქის გარეუბანში - (1981)
11. მიზანი (სელიმი) - (1979)
12. დათა თუთაშხია (მეწისქვილე) - (1978)
13. სიცოცხლე ერმილეს (შალომა) - (1977)
14. ქალაქი ანარა - (1976)
15. ნატვრის ხე (ქორია) - (1976)
16. მოხეტიალე რაინდები (მილიციელი) - (1975)
17. ბიჭები იასამნის ქუჩიდან (ზაურის მეზობელი) - (1974)
18. კაპიტნები (ჯიბილო) - (1974)
19. ღამის ვიზიტი (სიდამონიძე) - (1974)
20. მთვარის მოტაცება (ჯოკია) - (1973)
21. ვერის უბნის მელოდიები (ძიბო) - (1973)
22. შერეკილები (ხუტა) - (1973)
23. ბებერი მეზურნეები (მემაწვნე ლადო) - (1973)
24. მოვდივართ და მოვიმღერით (ჯონ სილვერი) - (1973)
25. გათენების წინ (ულვაშა) - (1971)
26. ფიროსმანი (დიმიტრი) - (1969)
27. უყაიმო თამაში (მაღაზიის დირექტორი) - (1966)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.