მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



რევაზ ხობუა
რევაზ ხობუა
14.02.1928 - 21.05.1968

ამ გვერდს გაეცნო 7282 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1928 წლის 14 თებერვალს დაბა ხონში. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1952 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის თეატრში (1952–1957), მარჯანიშვილის თეატრში (1958–1967) და 1967 წლიდან გარდაცვალებამდე რუსთავის თეატრში. იგი იყო რუსთავის თეატრის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ფერისცვალება - (1968)
2. მაცი ხვიტია (ძგვიბი) - (1966)
3. დრო იწურება განთიადისას - (1965)
4. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (თამადა) - (1965)
5. ხევსურული ბალადა (ექიმი) - (1965)
6. თხუნელა (მილიციელი) - (1962)
7. ჭიაკოკონა (ტრაქტორის პატრონი) - (1961)
8. კეთილი ადამიანები (რეზო ბარქაია) - (1961)
9. ენგურის ნაპირებზე (მეტყევე) - (1961)
10. უდიპლომო სასიძო (მძღოლი) - (1961)
11. ამბავი ერთი ქალიშვილისა (მურთაზი) - (1960)
12. ყვავილი თოვლზე (მგზავრი) - (1959)
13. ნინო (ბიჭის მამა ) - (1959)
14. წარსული ზაფხული (მძღოლი) - (1959)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.