მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გურანდა გაბუნია
გურანდა გაბუნია
26.08.1938


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 10024 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1938 წლის 26 აგვისტოს. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკ. თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1990). კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1999). სამგზის წლის საუკეთესო მსახიობი ქალი. ფოთის საპატიო მოქალაქე (1997). დაჯილდოებულია "ღირსების ორდენით" (1998).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. გაჭედილები (ენკი–ბენკი) - (2003)
2. ძვირფასო მ. - (2000)
3. დღე ტკივილისა და სიხარულისა - (1995) - დოკუმენტური
4. თბილისი ჩემი სახლია (ლილის ბიცოლა) - (1994)
5. ვალსი პეჩორაზე - (1992)
6. ორომტრიალი (ლაურა) - (1986)
7. დღეს ღამე უთენებია (დარეჯანი) - (1983)
8. გზის დასაწყისი - (1982)
9. ძნელი დასაწყისი - (1981)
10. გზა შინისაკენ - (1981)
11. გამარჯობა ყველას (ფიროსმანი) - (1980)
12. დათა თუთაშხია (ირინე) - (1978)
13. ფაცურა - (1976)
14. აურზაური სალხინეთში (ჭორიკანა) - (1975)
15. მზე შემოდგომისა (პლატონის მეუღლე) - (1973)
16. დრო იწურება განთიადისას (ჯოან ბრისტოლი) - (1965)
17. თოჯინები იცინიან - (1962)
18. ერთი ცის ქვეშ (რუსუდანი) - (1961)






შეტყობინებები:

1. გილიცავთ!!! ჯამრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბ-ნ ოთართან ერთად!!!
2011-08-26 - მანანა დოდაშვილი






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.