მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კაპიტონ აბესაძე
კაპიტონ აბესაძე
25.11.1900 - 12.07.1987

ამ გვერდს გაეცნო 5420 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1900 წლის 25 ნოემბერს სოფელ მუხურაში (ქუთაისის მაზრა). 1920 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ჯერ კიდე მოწაფეობის დროს მონაწილეობდა დრამატული წრის სპექტაკლებში. მუშაობდა ქუთაისის რკინიგზის მუშათა კლუბში (1920-1926), ქუთაისის სახელმწიფო თეატრში (1926-1927, 1929-1932). თბილისის მუშათა თეატრში (1927-1928), თელავის და ხაშურის თეატრებში. 1938 წლიდან ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1946). საქართველოს სახალხო არტისტი (1974).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. მყუდრო სავანე (გედეონი) - (1971)
2. ჩემი მეგობარი ნოდარი (აფრასიონი) - (1967)
3. მიქელა (მღვდელი) - (1965)
4. მე ვხედავ მზეს (ზოსიმე) - (1965)
5. ვინ შეკაზმავს ცხენს - (1963)
6. კარდაკარ (ბესარიონი) - (1960)
7. საბუდარელი ჭაბუკი - (1957)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.