მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ეროსი მანჯგალაძე
ეროსი მანჯგალაძე
03.03.1925 - 26.01.1982


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 17125 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1925 წლის 3 მარტს, სოფელ ღანირში (სამტრედიის რაიონი). 1947 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით.1948 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო შ. რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში, მისი დებიუტი შედგა კომედიური ჟანრის სპექტაკლში.1942–1943 წლებში იყო საქართველოს რადიოს დიქტორი და კომენტატორი. იგი იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი, პრინციპულად მიყავდა მხოლოდ ფეხბურთის გადაცემები. მას მიჰყავდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – 1964 წელს (კოტე მახარაძესთან ერთად) "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კინოში მისი მოღვაწეობა დაიწყო 1958 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1961).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. თბილისი, პარიზი, თბილისი (გენერალი დურმიშხანი) - (1980)
2. ყვარყვარე (კაკუტა) - (1978)
3. შესვენება - (1978)
4. კოჯრის ტყის სიზმრები - (1978) - [ახმოვანებს], ანიმაციური
5. ქალაქი ანარა - (1976)
6. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
7. ნატვრის ხე (ბუნბულა) - (1976)
8. ბავშვები - (1976)
9. კიბე - (1975)
10. თერმომეტრი - (1975)
11. ღამის ვიზიტი (სამძებრო განყ.-ის უფროსი) - (1974)
12. მთვარის მოტაცება (გვანჯ აფაქიძე) - (1973)
13. ვერის უბნის მელოდიები (აღა გეურქოვი) - (1973)
14. მე და ჩემი მეზობლები - (1973)
15. სამკაული სატრფოსათვის (დულდურუმი) - (1971)
16. ქვევრი (მილიციის განყ. უფროსი) - (1970)
17. დიდედები და შვილიშვილები (კბილის ექიმი) - (1969)
18. ჩემი მეგობარი ნოდარი (სავლე) - (1967)
19. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება - (1967)
20. შეხვედრა წარსულთან (ვარდენი) - (1966)
21. ლონდრე (მღვდელი) - (1966)
22. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (დათიკო ხუციშვილი) - (1965)
23. თოჯინები იცინიან (სევერიანი) - (1962)
24. ჭიაკოკონა (ხოსრო) - (1961)
25. წარსული ზაფხული (ალექსანდრე) - (1959)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.