მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



იპოლიტე ხვიჩია
იპოლიტე ხვიჩია
31.12.1910 - 01.02.1985


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 25625 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ კონტუათში (ხონის რ–ნი) 1910 წლის 31 დეკემბერს. მისი ნამდვილი გვარია ყვინჩია. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია. 1961-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ.აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.1956 წლიდან იღებენ კინოში. გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით. საქართველოს სახალხო არტისტი (1960).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. მაცივარში ვიღაც იჯდა - (1983)
2. დათა თუთაშხია (კაჟა ბულავა) - (1978)
3. რაჭა ჩემო სიყვარულო (სილიბისტრო) - (1977)
4. ბენზინის ჩამომსხმელი - (1977)
5. Мимино (Ru, 1977)
6. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
7. დილის ნისლივით - (1976)
8. პირველი მერცხალი (ვარლამი) - (1975)
9. მოხეტიალე რაინდები - (1975)
10. ანარეკლი - (1974)
11. მხიარული რომანი (იპოლიტე) - (1972)
12. გათენების წინ (კოლია) - (1971)
13. მეზობლები (იპოლიტე) - (1971)
14. სემირამიდას ბაღები (იპოლიტე) - (1970)
15. ფეოლა (ბონდო დოლაბერიძე) - (1970)
16. ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (ყაფლანი) - (1970)
17. ფილატელისტის სიკვდილი (შანათავა) - (1969)
18. ღიმილის ბიჭები - (1969)
19. განგაში (ნარიმანი) - (1968)
20. არ იდარდო! (სანდრო) - (1968)
21. ბზიანეთი - (1968)
22. ტარიელ გოლუა (კაჟინა) - (1968)
23. ქალაქი ადრე იღვიძებს (იპოლიტე) - (1967)
24. მალე გაზაფხული მოვა - (1967)
25. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (არჩილი) - (1967)
26. ჩემი მეგობარი ნოდარი (კონფერანსიე) - (1967)
27. შეხვედრა წარსულთან (იპოლიტე) - (1966)
28. შეხვედრა მთაში (მერაბი) - (1966)
29. მე ვხედავ მზეს (ბეგლარა) - (1965)
30. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (ყარამანი ხუსკივაძე) - (1965)
31. პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციელი) - (1965)
32. გზაში (მონადირე) - (1964)
33. თხუნელა (სანდრო ქორიძე) - (1962)
34. თოჯინები იცინიან (მელიტონი) - (1962)
35. განძი (ნიკიფორე) - (1961)
36. ბურთი და მოედანი (კუჭკუჭი) - (1961)
37. პაპა გიგია - (1960)
38. დღე უკანასკნელი, დღე პირველი - (1959)
39. წარსული ზაფხული (დამსვენებელი) - (1959)
40. მანანა (სახლმმართველი) - (1958)
41. საბუდარელი ჭაბუკი (ალმასხანი) - (1957)
42. ჩვენი ეზო (კომენდანტი) - (1956)






შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.