მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გრიგოლ ტყაბლაძე
გრიგოლ ტყაბლაძე
20.11.1907 - 28.03.1980

ამ გვერდს გაეცნო 8163 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ოზურგეთში 1907 წლის 20 ნოემბერს. ჭიათურის საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ 1927 წლიდან იყო ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობი. 1945 წელს მიავლინეს მოსკოვში სარეჟისორო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 1952–53 წ.წ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში. დადგმული აქვს სპექტაკლები. გადაღებულია კინოში 1957 წლიდან, კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მიერ. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950). საქართველოს სახალხო არტისტი (1961).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ყვარყვარე - (1978)
2. ძაღლი (სპირიდონი) - (1974)
3. შერეკილები (მღვდელი) - (1973)
4. გადაღების ერთი დღე - (1973)
5. მყუდრო სავანე (ნესტორი) - (1971)
6. ფილატელისტის სიკვდილი (კასრაძე) - (1969)
7. ჯვარცმული კუნძული (სიპიტო) - (1968)
8. დიდი მწვანე ველი (ფერმის დირექტორი) - (1967)
9. უყაიმო თამაში (პოლკოვნიკი) - (1966)
10. მაცი ხვიტია (მაცის მამა) - (1966)
11. მიქელა (მიქელა) - (1965)
12. მე ვხედავ მზეს (ბაბილო) - (1965)
13. თეთრი ქარავანი - (1963)
14. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ილარიონი) - (1962)
15. კარდაკარ (ქაიხოსრო) - (1960)
16. მაია წყნეთელი (მეფე ერეკლე) - (1959)
17. განაჩენი (რევაზი - პროკურორი) - (1959)
18. დღე უკანასკნელი, დღე პირველი (ქარხნის დირექტორი) - (1959)
19. საბუდარელი ჭაბუკი (საჩინო) - (1957)
20. ჩვენი ეზო (ბაბუა თეიმურაზი) - (1956)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.