მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ვალერიან კვაჭაძე
ვალერიან კვაჭაძე
15.04.1918 - 04.02.2006


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 4166 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1918 წლის 15 აპრილს თბილისში. 1941–1945 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (ტოვსტონოგოვის სახელოსნო). დამთავრებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო რუსთაველის თეატრში და შემდეგ მუშაობდა სოხუმის თეატრში. 1951 წელს მიიწვიეს მოსკოვის სამხატვრო თეარტში, სადაც სხვა წამყვან როლებთან ერთად, სტალინის სიცოცხლეშივე შეასრულა სტალინის როლი. სამხატვრო თეატრის მთავარი რეჟისორის კედროვის რჩევით 1963 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა "მოსფილმში" , 1968 წელს კი – გადავიდა გაერთიანება "ეკრანში". 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კინოკავშირის წევრი (1966), 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. შარვალი (1988)
2. ლუიზა (1988)
3. ქველი (კეთილისმყოფელი) (1988)
4. ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (1984)
5. მარადისობის კანონი (1982)
6. ჩემი მეგობარი ძია ვანია (1978)
7. ღვინის ქურდები (1975)
8. საქმე გადაეცემა სასამართლოს (1975)
9. ბებერი მეზურნეები (1973)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. შარვალი (1988)
2. ლუიზა (1988)
3. ქველი (კეთილისმყოფელი) (1988)

გადაღებულია ფილმებში:
1. ცარიელი სივრცე - (2001)
2. ანთიმოზ ივერიელი (თომა კანტკუზენი) - (2001)
3. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი - (1989)
4. ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (მუხტარ იბრაგიდი) - (1984)
5. მარადისობის კანონი (ექიმი) - (1982)
6. საქმე გადაეცემა სასამართლოს (გაბაშვილი - მინისტრი) - (1975)
7. ეთერის სიმღერა (ზაქარია ფალიაშვილი) - (1956)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.