მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სოფიკო ჭიაურელი
სოფიკო ჭიაურელი
21.05.1937 - 02.03.2008


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 13192 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1937 წლის 21 მაისს. მშობლები მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე.თბილისის ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1955–60 წ.წ. სწავლობდა მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში კინოსა და თეატრის მსახიობის ფაკულტეტზე (ოლგა პიჟოვასა და ბორის ბიბიკოვის სახელოსნო). მოსკოვის უამრავი თეატრების მიწვევის მიუხედავად იგი დაბრუნდა სამშობლოში. 1960–1964 და 1968 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1964–68 წლებში შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 1998 წლიდან პარალელურად მუშაობს თეატრ "ვერიკოს" მსახიობად. 2003 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. იგი ხშირად ამბობს "მე არ ვთამაშობ, მე ჩემი გმირებით ვცოცხლობ!"
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964), საქართველოს (1976) და სომხეთის (1979) სახალხო არტისტი.
დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით (1965), "ღირსების" ორდენით (1997). სახელმწიფო (1980), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის (1996), შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო (1998), კ. მარჯანიშვილის სახელობის (2000), ნუცა ჩხეიძის სახელობის (2002) და "ეკრანის დედოფალი" – ვერა ხოლოდნაიას სახელობის (2003) პრემიების ლაურიატი. საერთაშორისო კინოფესტივლების პრემიების ლაურიატი (1957, 1965, 1966 , 1971, 1972, 1974, 1976, 1978, 1992). მოვსეს ხორენაცის სახელობის მედლის კავალერი (2000), "აღმაშენებლის ვარსკვლავის" ორდენის კავალერი (სანქტ–პეტერბურგი–2004). 1974–1979 წ.წ. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. თბილისის (1997), ფოთის (1995), ქუთაისის (2003) და კვიპროსის საპატიო მოქალაქე.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. Маяк (Ru, 2006)
2. მთვარიანი ველის სერენადა - (2004)
3. Только раз... (Ru, 2002)
4. ნუცას სკოლა (მასწავლებელი) - (2000)
5. Я обещала, я уйду (Ru, 1992)
6. Остров (Ru, 1992)
7. The Confession (Am, 1990)
8. აშუღ-ყარიბი (დედა) - (1988)
9. Загон (Ru, 1987)
10. Миллион в брачной корзине (Ru, 1986)
11. ამბავი სურამის ციხისა (ვარდო) - (1984)
12. Каникулы Петрова и Васечкина, обыкновенные и невероятные (Ru, 1984)
13. ქართველები ცაში (მგზავრი) - (1984)
14. Ищите женщину (Ru, 1982)
15. ზღაპარი - (1980)
16. Ktor me yerkinq (Am, 1980)
17. ძახილი (მუსიკის მასწავლებელი) - (1979)
18. Приключения Али-бабы и сорока разбойников (Ru, 1979)
19. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (სოფიკო) - (1978)
20. დათა თუთაშხია (ნანო თავყელიშვილი) - (1978)
21. Arevik (Am, 1978)
22. Комедия ошибок (Ru, 1977)
23. ქვიშანი დარჩებიან (ეკა) - (1976)
24. ნატვრის ხე (ფუფალა) - (1976)
25. აურზაური სალხინეთში (თამრო) - (1975)
26. ბიჭები იასამნის ქუჩიდან (გენრიეტა) - (1974)
27. ვერის უბნის მელოდიები (ვარდო) - (1973)
28. წუთისოფელი (სიდონია) - (1971)
29. ჩერმენი - (1970)
30. Цвет граната ("Sayat Nova") (Am, 1969)
31. ფერისცვალება (სოფიკო) - (1968)
32. არ იდარდო! (სოფიკო) - (1968)
33. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (ელენე–ექიმი) - (1967)
34. ხევსურული ბალადა (მზექალა) - (1965)
35. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (ტასია) - (1965)
36. გენერალი და ზიზილები (ზოსია) - (1963)
37. ენგურის ნაპირებზე (თამარი) - (1961)
38. ამბავი ერთი ქალიშვილისა (ლალი) - (1960)
39. Akvarel (Ru, 1958)
40. ჩვენი ეზო (ციცინო) - (1956)






შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.