მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მარინე თბილელი
მარინე თბილელი
25.10.1920 - 23.03.2002


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 14119 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1920 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თელავში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში. რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მარინე დამბროვსკაიას მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა, რომელმაც დაანათლა გვარი "თბილელი" და ამ გვარით აკურთხა ქართულ სცენაზე. 1940–1944 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის, 1944–1946 წლებში სოხუმის თეატრის, 1946 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1975 წლიდან კი კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი. კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1955 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი (1966).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ბებია ყველასათვის (ქეთევანი - ბებია) - (1986)
2. მამაკაცები და სხვები - (1985)
3. გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი - (1984) - [ახმოვანებს], ანიმაციური
4. ბანდიტი აგურის ქარხნიდან (ფხინკოს დედა) - (1983)
5. სევდიანი საყვირი - (1982)
6. ჩირიკი და ჩიკოტელა (თაშნაურა) - (1975)
7. აურზაური სალხინეთში (ჭორიკანა) - (1975)
8. ანარეკლი (ელენე) - (1974)
9. ღამის ვიზიტი - (1974)
10. როცა აყვავდა ნუში - (1972)
11. წყალდიდობა (მაკო) - (1970)
12. სემირამიდას ბაღები - (1970)
13. დიდედები და შვილიშვილები (ექიმის ცოლი) - (1969)
14. თხუნელა (ანა-სანდროს ცოლი) - (1962)
15. თოჯინები იცინიან (ალისა) - (1962)
16. ექიმი მიდის ფეხბურთზე - (1962)
17. ქალის ტვირთი (მართა) - (1957)
18. აბეზარა (ბუბუსია) - (1956)


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.