მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გურამ საღარაძე
გურამ საღარაძე
12.01.1929 - 17.01.2013


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 9342 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. მსახიობობასთან ერთად წარმატებით ეწევა პედაგოგიურ–აღმზრდელობით საქმიანობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. მიდიოდა მატარებელი (ოთარი, მწერალი) - (2005)
2. ანთიმოზ ივერიელი (პატრიარქი თეოდოსი) - (2001)
3. დღე ტკივილისა და სიხარულისა - (1995) - დოკუმენტური
4. ოქროს ობობა (პროფ. ზუბაშვილი) - (1992)
5. სპირალი (რექტორი) - (1990)
6. დიმიტრი II (ბუღა ნოინი) - (1982)
7. დათა თუთაშხია (ირაკლი ხურციძე, ადვოკატი) - (1978)
8. ნუცა (მღვდელი) - (1971)
9. ლონდრე (მთხრობელი) - (1966)
10. პალიასტომი (სემინარიელი) - (1963)
11. მამლუქი (იბრაჰიმი) - (1958)
12. ბაში-აჩუკი (ფეიქარ მირზა ახუნდი) - (1956)
13. ეთერის სიმღერა (პეტრე მირიანაშვილი) - (1956)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.