მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი კაჭარავა
გიორგი კაჭარავა
01.04.1959

ამ გვერდს გაეცნო 3438 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 1 აპრილს ფოთში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1976–1991წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. 1992 წლიდან დავით გიორგაძესთან ერთად დააფუძნა TV CINEMA "ARIES". 1998–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, როგორც რეჟისორი და ავტორი პოლიტიკური ტელესერიალისა "დიდების ზღაპარი". ავტორია რომანის "განკითხვის ჟამი" და წიგნების "ვინ არის იესო ქრისტე", "ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება". 2007 წლის აპრილის თვეში რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია "LILAYMA".


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მაიტა ნასოსი (2010)
2. დონ ჟუანის დაბადება (1995)
3. ბლიუზი (1993)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მაიტა ნასოსი (2010)
2. ორმაგი სახე (1997)
3. იასამანი (1997)
4. დონ ჟუანის დაბადება (1995)
5. ბლიუზი (1993)

კომპოზიტორია ფილმების:
1. დონ ჟუანის დაბადება (1995)
2. ბლიუზი (1993)

გადაღებულია ფილმებში:
1. მაიტა ნასოსი - (2010)
2. ორმაგი სახე - (1997)






შეტყობინებები:

1. გამარჯობათ. ბატონო გიორგი ძალიან დამაინტერესა ფილმი "ორმაგი სახე"-ში გადაღებული ეკლესიის სახელმა და ადგილმდებარეობამ... თუ არ შეწუხდებით მომწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე მისი ადგილმდებარეობა, რისთვისაც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!
2012-02-03 - კახა

2. ბატონო გიორგი დიდი მადლობა ახალი ფილმისთვის "თოჯინების ქალაქი" მეგონა სარკეში ვიყურებოდით ყველა,ვიცი არაა სახარბიელო მდგომარეობა როდესაც ასე ვართ,მაგრამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
2012-01-11 - ვაჟა






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.