მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლია ელიავა
ლია ელიავა
28.05.1934 - 08.10.1998

ამ გვერდს გაეცნო 12789 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. 1950 წელს დაამთავრა თბილისის მე–2 საშ. სკოლა.სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობია, მისი პირველი როლი იყო "ნინო" ფილმში "ჩრდილი გზაზე". საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ანთიმოზ ივერიელი (მონაზონი) - (2001)
2. მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად - (1992)
3. სპირალი (ანა გიორგაძე) - (1990)
4. ორომტრიალი (რუსუდანი) - (1986)
5. ბაგრატიონი - (1985)
6. ვინ არის მეოთხე ? (თემურის დედა) - (1985)
7. ოჯახი (გურანდა) - (1985)
8. ჩიორა (ნიკას დედა) - (1984)
9. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (მსახიობი) - (1983)
10. წიგნი ფიცისა (დედოფალი თინათინი) - (1983)
11. სიბრძნის კარავი (ჯამბაზი) - (1982)
12. იცოცხლე, გენაცვალე (მერი) - (1981)
13. მოხუცი მემანქანე - (1981)
14. დათა თუთაშხია (თიკო ორბელიანი) - (1978)
15. სინემა (ელენე) - (1977)
16. იყო და არა იყო რა (ირმისა) - (1976)
17. გაქცევა გათენებისას (კ.ერისთავის მეუღლე) - (1975)
18. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (მხატვარი) - (1975)
19. ღამის ვიზიტი (დვალი - გამომძიებელი) - (1974)
20. ლაზარეს თავგადასავალი - (1973)
21. მე და ჩემი მეზობლები - (1973)
22. ზღვის მგელი (მარიამი) - (1972)
23. ბზიანეთი - (1968)
24. ქალაქი ადრე იღვიძებს (მელიტა) - (1967)
25. მალე გაზაფხული მოვა (ნატო) - (1967)
26. მე ვხედავ მზეს (ქეთო) - (1965)
27. ზღვის შვილები (ლეილა) - (1964)
28. მხოლოდ 17 კილომეტრი - (1964)
29. ჭიაკოკონა (ირმა) - (1961)
30. შეწყვეტილი სიმღერა (ელიკო გელოვანი) - (1960)
31. განაჩენი (ნანი) - (1959)
32. მამლუქი (ზეინაბი) - (1958)
33. ქალის ტვირთი (ქეთევან ახატნელი) - (1957)
34. ბაში-აჩუკი (მზისა და მთვარისა) - (1956)
35. ჩრდილი გზაზე (ნინო) - (1956)






შეტყობინებები:

1. ლია ელიავა დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. ლია ძალიან პატარა იყო, მამა რომ დაუხვრიტეს. დედა გადაასახლეს და ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. დედა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის დახვდა.
1950 წელს დაამთავრა თბილისის მე–2 საშ. სკოლა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. მოსკოვში სწავლისას დაქორწინდა ქართველ ჟურნალისტზე. პირველი ქორწინება ძალიან ცოტა ხანს – ერთ წელიწადს გაგრძელდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1956 წლიდან იღებენ კინოში. მისი პირველი როლი იყო “ნინო” ფილმში “ჩრდილი გზაზე”. გადაღებულია ფილმებში: “ჩრდილი გზაზე”, “ბაში-აჩუკი”, “ქალის ტვირთი”, “მამლუქი”, “შეწყვეტილი სიმღერა”, “დათა თუთაშხია” და სხვა. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — მსახიობი ოთარ კობერიძე. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია გულწრფელობა, მაღალი პროფესიული ოსტატობა.
1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
გარდაიცვალა მიკროინფარქტით 1998 წლის 8 ოქტომბერს. დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2012-01-10 - ვაჟა






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.