მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი გეგეჭკორი
გიორგი გეგეჭკორი
23.02.1923 - 11.03.2003


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 10774 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1923 წლის 23 თებერვალს. 1944 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში მსახიობად. იგი ითვლებოდა ქართული თეატრის პატრიარქად. 1954 წლიდან მონაწილეობს კინოში.საქართველოს სახალხო არტისტი (1955). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. 6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე) - (2003)
2. ანთიმოზ ივერიელი (ივერთ მონასტრის ბერი) - (2001)
3. რა გაცინებს? - (1996)
4. სიბრძნე სიცრუისა (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი) - (1991)
5. ქველი (კეთილისმყოფელი) - (1988)
6. ფესვები (ჯანდიერი) - (1987)
7. სევდიანი საყვირი - (1982)
8. მოხუცი მემანქანე - (1981)
9. კაცია ადამიანი ?! (მოსე) - (1979)
10. ბათა ქექია (საბა) - (1978)
11. დათა თუთაშხია (სანდრო კახიძე) - (1978)
12. ნატვრის ხე (ჩაჩიკა / ჭიჭიკორე) - (1976)
13. ბაკულას ღორები (გალაქტიონი) - (1976)
14. აურზაური სალხინეთში (დათიკო) - (1975)
15. გაქცევა გათენებისას (ლონგინოზი) - (1975)
16. საქმე გადაეცემა სასამართლოს (სართანია - ინჟინერი) - (1975)
17. ღამის ვიზიტი (გოგოლაძე) - (1974)
18. ვერის უბნის მელოდიები (ფარმაცევტი) - (1973)
19. ჩარი რამა (დირიჟორი) - (1972)
20. სამკაული სატრფოსათვის (ჟანდარი) - (1971)
21. წყალდიდობა (ფრენჩიანი კაცი) - (1970)
22. ბიჭი და ჩიტი - (1968)
23. ჩემი მეგობარი ნოდარი (ლოგიკის მასწავლებელი) - (1967)
24. ქალაქი ადრე იღვიძებს - (1967)
25. არდადეგებზე (მამა) - (1962)
26. ანკესი და სეინერი - (1962)
27. ექიმი მიდის ფეხბურთზე - (1962)
28. თოჯინები იცინიან - (1962)
29. წარსული ზაფხული (ბესარიონი) - (1959)
30. ქალის ტვირთი (ნიკო) - (1957)
31. აბეზარა (ვახტანგი) - (1956)
32. ეთერის სიმღერა (ნესტორი) - (1956)
33. ჭრიჭინა (ლევანი) - (1954)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.