მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დოდო აბაშიძე
დოდო აბაშიძე
01.05.1924 - 26.01.1990

ამ გვერდს გაეცნო 15419 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1924 წლის 1 მაისს თბილისში. 1945–1949 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1968 წელს ერევნის მეორე საკავშირო კინოფესტივალზე, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „დიდი მწვანე ველი“, სოსანას როლის შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიენიჭა. 1970 წელს მინსკის მეოთხე კინოფესტივალზე, გუგული მგელაძის ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ალექსანდრეს როლის შესრულებისთვის დააჯილდივეს. 1975 წელს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ნანა მჭედლიძის ფილმში „პირველი მერცხალი“, შესრულებული როლისთვის დააჯილდოვეს. სერგო ფარაჯანოვთან ერთად რეჟისორად მუშაობდა ფილმზე „ამბავი სურამის ციხისა“ (1984) სურათმა 1984 წელს ესპანეთში სიხტესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. აშუღ-ყარიბი (1988)
2. ამბავი სურამის ციხისა (1984)

გადაღებულია ფილმებში:
1. ფესვები (გიორგი ხანდაზმულობაში) - (1987)
2. ამბავი სურამის ციხისა (ოსმან აღა) - (1984)
3. გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი - (1984) - [ახმოვანებს], ანიმაციური
4. მაცივარში ვიღაც იჯდა (ლიას მამა) - (1983)
5. წიგნი ფიცისა (ვაჩნაძე) - (1983)
6. Похищение века (Ru, 1981)
7. ქორწინება იმერულად (სიმონი) - (1979)
8. ყვარყვარე (ყვარყვარე) - (1978)
9. დათა თუთაშხია (არქიფო სეთური) - (1978)
10. რაჭა ჩემო სიყვარულო (ვარლამი) - (1977)
11. ფედია (შალიკო) - (1977)
12. მწვერვალი (პაპა გაბრიელი) - (1976)
13. ქალაქი ანარა (მოსე) - (1976)
14. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
15. დილის ნისლივით - (1976)
16. პირველი მერცხალი (იასონი) - (1975)
17. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (მიხო და მეპურე) - (1975)
18. საქმე გადაეცემა სასამართლოს (ირაკლი რაზმაძე - პროკურორი) - (1975)
19. ვერის უბნის მელოდიები (პრისტავი-პოლიციის უფროსი) - (1973)
20. ციმბირელი პაპა (ნესტორ კალანდარიშვილი) - (1973)
21. როცა აყვავდა ნუში (ნიკო) - (1972)
22. მხიარული რომანი (კოლ-ბის თავმჯდომარე) - (1972)
23. ზღვის მგელი (ვახტანგი–რეჟისორი) - (1972)
24. მეზობლები - (1971)
25. დიდოსტატის მარჯვენა (მამამზე ერისთავი) - (1970)
26. ფიროსმანი - (1969)
27. სინათლე ჩვენს ფანჯრებში (ალექსანდრე) - (1969)
28. არაჩვეულებრივი გამოფენა (შავლეგი) - (1968)
29. ტარიელ გოლუა (ბაჩუა) - (1968)
30. არ იდარდო! (გენერალი ვამეხ ვახვარი) - (1968)
31. დიდი მწვანე ველი (სოსანა) - (1967)
32. მალე გაზაფხული მოვა - (1967)
33. მაცი ხვიტია (ომარ მარღანია) - (1966)
34. გიორგობისთვე (რეზო) - (1966)
35. ხევსურული ბალადა (ალუდა) - (1965)
36. პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციის უფროსი) - (1965)
37. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (აფრასიონი) - (1965)
38. ზღვის შვილები (გოჩა) - (1964)
39. ცეროდენა რაინდები (ასლანი) - (1963)
40. თეთრი ქარავანი (დღვირა, მძღოლი) - (1963)
41. ჭიაკოკონა (ბოჩი) - (1961)
42. უდიპლომო სასიძო (დოდო) - (1961)
43. ბურთი და მოედანი (გედევანი) - (1961)
44. Командировка (Ru, 1961)
45. ორი ოჯახი (გოგი) - (1958)
46. მე ვიტყვი სიმართლეს (უშანგი) - (1957)
47. ბაში-აჩუკი (აბდუშაჰილი) - (1956)
48. ეთერის სიმღერა - (1956)
49. მაგდანას ლურჯა - (1955)
50. ჭრიჭინა (ბიჭიკო) - (1954)






შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.