მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მედეა ჩახავა
მედეა ჩახავა
15.05.1921 - 07.09.2009

ამ გვერდს გაეცნო 8876 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1921 წლის 15 მაისს სოფ. სერგიეთში (მარტვილის რ–ნი). 1938 წელს დაამთავრა თბილისის მე–4 საშუალო სკოლა, 1943 წელს - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო). 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში იღებდნენ 1942 წლიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960). საბჭოთა კავშირის (1951) და საქართველოს (2006) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1996). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. უსუი - (2005)
2. რა გაცინებს? - (1996)
3. ანას დაბადების დღე - (1992)
4. ოქროს ობობა (ნატალია) - (1992)
5. აქედანა და შენამდე - (1984)
6. მხიარული რომანი (სოფიო) - (1972)
7. ალოობა (მაგდა) - (1967)
8. თხუნელა (ქეთო-ანას მეგობარი) - (1962)
9. გლახის ნაამბობი (თამრო) - (1961)
10. ნინო (ნინო) - (1959)
11. დღე უკანასკნელი, დღე პირველი (მეფოლადის ცოლი) - (1959)
12. მანანა (მეეზოვე ქალი) - (1958)
13. Andzamb tchanachum em (Лично известен) (Am, 1958)
14. ბაში-აჩუკი (მელანო) - (1956)
15. ჭრიჭინა (ცქრიალა) - (1954)
16. ბედნიერი შეხვედრა (ჟუჟუნა) - (1949)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.