მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სესილია თაყაიშვილი
სესილია თაყაიშვილი
17.09.1906 - 21.05.1984

ამ გვერდს გაეცნო 14995 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში 1906 წლის 17 (30) სექტემბერს. 1914 წელს შევიდა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. მე–8 კლასის მოსწავლემ მისაღები გამოცდები ჩააბარა აკ. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს და ჩაირიცხა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 130-მდე როლი განასახიერა. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1967).შ. რუსთაველის სახელობის (1983) და საქართველოს სახელმწიფო (1985– გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (ბუღალტერი) - (1983)
2. ძახილი (ბებია - იულია) - (1979)
3. ქორწინება იმერულად (თებროლე) - (1979)
4. მეცამეტე გოჭი (მართა) - (1979)
5. ყვარყვარე - (1978)
6. დათა თუთაშხია (ასინეთა) - (1978)
7. ესკულაპეს მოწაფე - (1977)
8. ქალაქი ანარა (მინადორა) - (1976)
9. ნატვრის ხე (მარადია) - (1976)
10. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ - (1975)
11. ჩიტის რძე (ბებია) - (1975)
12. მზე შემოდგომისა (თამარი) - (1973)
13. ბებერი მეზურნეები (ნუცა) - (1973)
14. მე და ჩემი მეზობლები - (1973)
15. როცა აყვავდა ნუში (ბებია ვარო) - (1972)
16. ნერგები (ციცინო) - (1972)
17. დიდოსტატის მარჯვენა (ბორდოხანი) - (1970)
18. ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (ვერიკო) - (1970)
19. ფილატელისტის სიკვდილი (დედა) - (1969)
20. ჩამავალი მზე (ნატალია) - (1970)
21. ფერისცვალება (მოხუცი ქალი) - (1968)
22. არ იდარდო! (დეიდა დომნა) - (1968)
23. ქალაქი ადრე იღვიძებს (მარიამი) - (1967)
24. მალე გაზაფხული მოვა (მარიამი) - (1967)
25. ჯილდო (დედა) - (1965)
26. მე ვხედავ მზეს (აკვირინე) - (1965)
27. ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (საშიკო კანდელაკი) - (1965)
28. პიერი მილიციის თანამშრომელი (ლიზა) - (1965)
29. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ოლღა ბებია) - (1962)
30. თოჯინები იცინიან (ნუცა) - (1962)
31. კარდაკარ (ეფროსინე) - (1960)
32. მტრობა - (1959) - [ახმოვანებს], ანიმაციური
33. სხვისი შვილები (ელისაბედი) - (1958)
34. მანანა (ბებია) - (1958)
35. საბუდარელი ჭაბუკი (ელპიტე) - (1957)
36. ჩხიკვთა ქორწილი - (1957) - [ახმოვანებს], ანიმაციური
37. აბეზარა (სესილია) - (1956)
38. ჩვენი ეზო (ვასასი) - (1956)
39. ჩრდილი გზაზე - (1956)
40. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან - (1954)
41. ქეთო და კოტე (თავადის ქალი) - (1948)
42. ჭირვეული მეზობლები (მანანა–გრამიტონის ცოლი) - (1945)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.