მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ვარლამ (ვალოდია) წულაძე
ვარლამ (ვალოდია) წულაძე
18.09.1908 - 17.05.1983

ამ გვერდს გაეცნო 4006 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1908 წლის 18 სექტემბერს ლანჩხუთში. თბილისის მე-15 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1933-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ლანჩხუთის კლუბის გამგედ (1028-1932), ლანჩხუთის სოიუზპეჩატის განყოფილების გამგედ (1933-1934). შემდგომ მსახიობად ლანჩხუთის (1936-1937) და ზუგდიდის (1937-1938) თეატრებში.
იყო ლანჩხუთის თეატრის რეჟისორი (1938-1945), აბაშის (1945-1947) და ლანჩხუთის (1947-1949) თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1949 წლიდან დაინიშნა ლანჩხუთის კულტურის სახლის დირექტორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. გმადლობთ რატილი - (1983)
2. მარადისობის კანონი - (1982)
3. სამი ალიყური - (1982)
4. გზა შინისაკენ - (1981)
5. ყოჩაღად, პაპებო ! - (1981)
6. მოხუცი მემანქანე - (1981)
7. ძველი სახლი - (1981)
8. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) - (1980)
9. ძახილი (ბაბუა - ქიშვარდი) - (1979)
10. კარიერი - (1979)
11. მიზანი (მარკოზი) - (1979)
12. წინაპართა მიწა - (1979)
13. XIX საუკუნის ქართული ქრონიკა (იოთამი) - (1978)
14. დათა თუთაშხია (იასე მღვდელი) - (1978)
15. გაქცევა გათენებისას - (1975)
16. კავკასიელი ტყვე - (1975)
17. მთვარის მოტაცება (ლუკაია ლაბახუა) - (1973)
18. ჩარი რამა (იპოლიტე) - (1972)
19. ეპისკოპისი ნადირობაზე (დეკანოზი) - (1971)
20. წუთისოფელი (აგაპო) - (1971)
21. მაცი ხვიტია (ხვიჩა) - (1966)
22. მიქელა (ალექსი) - (1965)
23. მიმინო - (1965)
24. პალიასტომი (ბესარიონი) - (1963)
25. ოქროს ბილიკი (ქაილი) - (1945)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.