მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი
ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი
15.09.1909 - 15.05.1979

ამ გვერდს გაეცნო 6667 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1909 წლის 15 სექტემბერს, სოფელ აბანოში (ახლანდელი ქარელის რაიონი). 1938-1945 და 1956-1970 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ერთდროულად 1934-1939 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935-1945 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-ისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. 1970-1979 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. მზე შემოდგომისა - (1973)
2. ჯურღაის ფარი (სტუმარი) - (1944)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.