მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი
20.12.1925 - 08.07.2014


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 13803 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1925 წლის 20 დეკემბერს, ქ. თბილისში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. კინოში მიხეილ ჭიაურელმა მიიწვია დედოფალი თეკლეს როლზე ფილმში "გიორგი სააკაძე". მას მერე მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მსახიობად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). 2010 წელს თბილისში გაიხსნა მისი ვარსკვლავი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა - (2003)
2. ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი) (სეფორა) - (1990)
3. წიგნი ფიცისა (დედოფალი დარეჯანი) - (1983)
4. ლევან ხიდაშელი (თინათინი) - (1973)
5. დიდოსტატის მარჯვენა (გურანდუხტი) - (1970)
6. სინათლე ჩვენს ფანჯრებში (ბიძინას დედა) - (1969)
7. მაცი ხვიტია (გურანდუხტი) - (1966)
8. ერთი ცის ქვეშ (თავადის ქალი მაია) - (1961)
9. ეთერის სიმღერა (ქეთევანი) - (1956)
10. ჭრიჭინა (მარინე) - (1954)
11. მწვერვალთა დამპყრობნი (ალექსანდრა ლომიძე) - (1952)
12. გაზაფხული საკენში (კამა) - (1950)
13. ჭირვეული მეზობლები (ციალა) - (1945)
14. გიორგი სააკაძე (თეკლე–სააკაძის და) - (1943)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.