მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლეილა აბაშიძე
ლეილა აბაშიძე
01.08.1929


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 8706 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი" რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. თბილისი, პარიზი, თბილისი (1980)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. თბილისი, პარიზი, თბილისი (1980)
2. მოლოდინი (1969)

გადაღებულია ფილმებში:
1. ორომტრიალი (მანანა - მსახიობი ქალი) - (1986)
2. ყველა კომეტა როდი ქრება - (1982)
3. თბილისი, პარიზი, თბილისი (თეა შერვაშიძე) - (1980)
4. სინემა - (1977)
5. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) (ლია) - (1976)
6. დიდოსტატის მარჯვენა (ვარდისახარი) - (1970)
7. მოლოდინი (ქეთევანი) - (1969)
8. შეხვედრა წარსულთან (ნინო) - (1966)
9. შეხვედრა მთაში (ლალი და მზევინარი) - (1966)
10. ხევისბერი გოჩა (ძიძია) - (1964)
11. Ya budu tanzovat (Az, 1963)
12. მაია წყნეთელი (მაია, მათე ბიჭი) - (1959)
13. სად არის შენი ბედნიერება, მზია? (მზია) - (1959)
14. აბეზარა (ლია) - (1956)
15. ჩვენი ეზო (მანანა) - (1956)
16. ჭრიჭინა (ჭრიჭინა) - (1954)
17. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (ლელა) - (1954)
18. გაზაფხული საკენში (ნინო) - (1950)
19. აკაკის აკვანი (ნაზიბროლა) - (1947)
20. ოქროს ბილიკი (იუტა) - (1945)
21. ქაჯანა (კატო–ქაჯანას და) - (1941)






შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.