მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნუგზარ (ნუკრი) მაღალაშვილი
ნუგზარ (ნუკრი) მაღალაშვილი
17.09.1953

ამ გვერდს გაეცნო 4696 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1953 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში. 1973 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები გ. ევდოკიმოვი, ლ. ჟდანოვი). 1988 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორია ბალეტის რეჟისორისა და ქორეოგრაფის კვალიფიკაციით (პედაგოგი ნ. დოლგუშინი). 1973-1993 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. 1989-1996 წლებში ანკარის სახელმწიფო კონსერვატორიის ბალეტის პედაგოგია, 1996-2004 წლებში მერსინის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი.2004-05 წლებში კი სტამბულის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. 2005 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ქორეოგრაფი და პედაგოგ-რეპეტიტორია, ამავდროულად ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამდგმელი ქორეოგრაფი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. რივარესი (მონტანელი) - (1987)
2. ორშაბათი - (1987)
3. არსენას ლექსი (მაცნე) - (1985)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.