მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე ომიაძე
ალექსანდრე ომიაძე
21.08.1902 - 27.07.1972

ამ გვერდს გაეცნო 7772 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ჭიბრევში (ონის რ-ნი) 1902 წლის 21 აგვისტოს. მოგვიანებით მისი ოჯახი ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მიიღო პირველდაწყებითი განათლება. 1916-1923 წ.წ. სწავლობდა გიმნაზიაში. 1923 წელს სწავლა განაგრძო თსუ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლობდა ერთი წელი, შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1926 წელს დაბრუნდა ხაშურში. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს ხაშურის რკინიგზის მუშათა თეარტში. 1932-35 წწ. იგი ქუთაისის თეატრის მსახიობია. 1935 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1958 წელს – სახალხო არტისტის წოდება.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ტარიელ გოლუა (ტარიელი) - (1968)
2. დედისერთა ლენინთან - (1968)
3. აბესალომ და ეთერი (აბიო) - (1966)
4. გიორგობისთვე (მთავარი მეღვინე) - (1966)
5. მე ვხედავ მზეს (ბესარიონი) - (1965)
6. ხევისბერი გოჩა (მოხუცი ხევსური) - (1964)
7. მზე ჭიქაში (გიგო, მთავარი მეღვინე) - (1963)
8. გლახის ნაამბობი (პეპია) - (1961)
9. ერთი ცის ქვეშ - (1961)
10. შეწყვეტილი სიმღერა (მამუკა გელოვანი) - (1960)
11. ყვავილი თოვლზე - (1959)
12. დღე უკანასკნელი, დღე პირველი - (1959)
13. ქალის ტვირთი (ანდრო) - (1957)
14. ოთარაანთ ქვრივი (სოფლის თავკაცი) - (1957)
15. მე ვიტყვი სიმართლეს (პროკურორი) - (1957)
16. აბეზარა (არქიტექტორი) - (1956)
17. მაგდანას ლურჯა (გიგო პაპა) - (1955)
18. ჭრიჭინა (გიორგი) - (1954)
19. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (სკოლის დირექტორი) - (1954)
20. გაზაფხული საკენში (იაკობი) - (1950)
21. დავით გურამიშვილი (ვახტანგ მეექვსე–ქართლის მეფე) - (1946)
22. გიორგი სააკაძე (ზურაბ ერისთავი) - (1943)
23. ის კიდევ დაბრუნდება (მამა) - (1943)
24. დაგვიანებული სასიძო (სანდრო) - (1939)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.