მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ვასილ ბალანჩივაძე
ვასილ ბალანჩივაძე
24.04.1867 - 18.05.1951

ამ გვერდს გაეცნო 5586 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ ბანოჯაში 1867 წლის 24 აპრილს. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში, ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი მისმა უფროსმა ძმამ ცნობილმა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ თბილისში რეალურ სასწავლებელში შეიყვანა და პარალელურად მიაბარა მხატვარ გ. ბაშინჯალიანს. თეატრით გატაცებული ახალგაზრდა სცენაზე პირველად 1887 წ. ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა. იმავე წელს შევიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890 წლიდან დაბრუნდა თბილისში და ქართულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა.1921 წ. დაინიშნა ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელად. 1924 წ. თბილისის სანიტგანათლების თეატრის რეჟისორი და მსახიობია. 1929 წ. ცეკავშირის მოძრავ თეატრში მიიწვიეს. 1930–35 წ.წ.მოღვაწეობდა სხვადასხვა თეატრებში. 1935–1942 წლებში მუშაობდა "სახკინმრეწვში". საქართველოს დამსახურებული არტისტი (1922). საქართველოს სახალხო არტისტი (1950).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ქეთო და კოტე - (1948)
2. ჭირვეული მეზობლები - (1945)
3. გიორგი სააკაძე (გლეხი) - (1943)
4. სადარაჯო ჯიხური - (1941)
5. ქალიშვილი გაღმიდან (ოსმანი) - (1940)
6. ქალიშვილი ხიდობნიდან (სარდიონი) - (1940)
7. კოლხეთის ჩირაღდნები - (1940)
8. დაკარგული სამოთხე (ბაბუა ანტონი) - (1937)
9. უკანასკნელი ჯვაროსნები (ქისტი) - (1933)
10. ჯანყი გურიაში - (1928)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.