მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თამაზ ვაშაკიძე
თამაზ ვაშაკიძე
14.04.1961

ამ გვერდს გაეცნო 4755 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში. ხუთი წლიდან ეუფლებოდა ფიგურულ სრიალს. 1972 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედაგოგები გივი მეტრეველი და ვახტანგ ჭაბუკიანი). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1979) მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში წამყვან სოლისტად. 1989 წლიდან არის მოსკოვის სახელმწიფო თეატრის "რუსული ბალეტის" წამყვანი სოლისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ღამის სიზმრები - (1999)
2. ბალეტმაისტერი - (1996)
3. ODEON - (1993)
4. აშუღ-ყარიბი - (1988)
5. რივარესი (ფერარი) - (1987)






შეტყობინებები არ არის!


დამატებით იხილეთ:

  • 

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.