მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სპარტაკ ბაღაშვილი
სპარტაკ ბაღაშვილი
07.12.1914 - 02.02.1977

ამ გვერდს გაეცნო 9423 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1914 წლის 7 დეკემბერს. დაამთავრა საქართველოს სატყეოტექნიკის ინსტიტუტი (1939), იგი როგორც მსახიობი კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა აღმოაჩინა, 1937 წელს "არსენას" როლის შემსრულებლის ძებნის დროს. 1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული სამსახიობო სკოლა. 1937 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". საქართველოს სახალხო არტისტი (1963). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941 - "არსენას" როლისათვის). ორგზის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი. გარდაიცვალა თბილისში 1977 წლის 2 თებერვალს.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. კოლხური ბალადა - (1975)
2. ანარეკლი - (1974)
3. მთვარის მოტაცება (მებორნე) - (1973)
4. გათენების წინ (თავადი) - (1971)
5. დიდოსტატის მარჯვენა (ქალუნდაური) - (1970)
6. წყალდიდობა - (1970)
7. ჩემი ქალაქის ვარსკვლავი - (1970)
8. ცისკრის ზარები (ჯანყვათი) - (1967)
9. ვედრება (ღვთისია) - (1967)
10. მე ვხედავ მზეს (ლუკაია) - (1965)
11. ხევისბერი გოჩა (ხევისბერი) - (1964)
12. თეთრი ქარავანი (მარტია) - (1963)
13. აკაკის აკვანი (ესტატე–მეწისქვილე; ვაჟა–ფშაველა; გამზრდელი) - (1947)
14. გიორგი სააკაძე (ლუარსაბ მეორე) - (1943)
15. ქაჯანა (ვანო–სოფლის მასწავლებელი) - (1941)
16. კოლხეთის ჩირაღდნები (ტარასი) - (1940)
17. დიადი განთიადი (გიორგი ღუდუშაური) - (1938)
18. არსენა (არსენა) - (1937)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.