მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



პაატა მოისწრაფიშვილი
პაატა მოისწრაფიშვილი
18.05.1958

ამ გვერდს გაეცნო 6844 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ბათუმში 1958 წლის 18 მაისს. 1976–80 წლებში სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. როგორც მსახიობი მოღვაწეობდა: 1980-91 წლებში. ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, 1983–90 წლებში. მ. თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრში. არის საქართველოს მშვიდობის დესპანი და პილიგრიმი. ცამეტი პერსონალური გამოფენის ავტორი. პოეტი, მეზღაპრე, კომპოზიტორი და დრამატურგი. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა კურთხევით, 1996–1997 წლებში ქ. ბათუმიდან იერუსალიმში ფეხით იმოგზაურა, ხოლო 1997-98 წლებში სიყვარულის მისიით – "მშვიდობიანი კავკასია" 3 000 სანთლით. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ფეხით გაიარა...


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. სვანი (ბაჯო რექჩიანი, გიჟი) - (2007)
2. მიდიოდა მატარებელი (ზურა) - (2005)
3. მეოთხე თვის პირველი დღე - (2003)
4. 6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე) - (2003)
5. ორფეოსის სიკვდილი (წვერებიანი) - (1996)
6. ატრაქციონი - (1995)
7. სიბრძნე სიცრუისა (ღამის გუშაგი, ყრუ, დურგალი, მამალი) - (1991)
8. წინამორბედი (მხატვარი) - (1988)
9. ანემია - (1987)
10. ელისა და რარუს თავგადასავალი - (1986)
11. პორფირიონი - (1984)






შეტყობინებები:

1. მოგესალმებით, მე ვარ 10 წლის გოგონა.თქვენ შესახებ კომპიუტერიდან გავიგე .. იმედია ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს...მე თქვენთან დამეგობრება მსურს... ეს ემაილი დედაჩემისაა რადგან მე ემაილი არ მაქვს ... ასე რომ მე თქვენთან დამეგობრება მსურს..♥♥♥ ძალიან მიყვარხართ
2014-04-03 - ნათია






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.