მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დუდუხანა წეროძე
დუდუხანა წეროძე
08.11.1918 - 08.05.2000

ამ გვერდს გაეცნო 10957 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1918 წლის 8 ნოემბერს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1938 წელს დაამთავრა საქ. "სახკინმრეწვთან" არსებული კინომსახიობთა სკოლა. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან. მისი პირველი როლია - "მარო" ფილმში "უკანასკნელი მასკარადი" (1934). 1949 წ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1955 წლიდან ისევ კინოსტუდია "ქართულ ფილმშია" და ქმნის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ სახეებს. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ამბავი სურამის ციხისა - (1984)
2. კუკარაჩა (მართა) - (1982)
3. დიმიტრი II - (1982)
4. გამოაღეთ ფანჯრები (ეფროსინე) - (1981)
5. ყვარყვარე (ასპიროზი) - (1978)
6. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
7. გაქცევა გათენებისას (ცაცა) - (1975)
8. პირველი მერცხალი - (1975)
9. ჩარი რამა (დომნა) - (1972)
10. ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (დარეჯანი) - (1972)
11. წუთისოფელი - (1971)
12. სემირამიდას ბაღები (ივლიტა) - (1970)
13. მონადირე (დედა) - (1970)
14. ფილატელისტის სიკვდილი - (1969)
15. ტარიელ გოლუა (ბარბალე) - (1968)
16. ქალაქი ადრე იღვიძებს - (1967)
17. უყაიმო თამაში - (1966)
18. მე ვხედავ მზეს (კაკანო) - (1965)
19. პალიასტომი (ეკა) - (1963)
20. თოჯინები იცინიან (ნათესავი ქალი) - (1962)
21. უდიპლომო სასიძო (კესარია) - (1961)
22. განაჩენი (თამარი) - (1959)
23. სად არის შენი ბედნიერება, მზია? (ვერიკო) - (1959)
24. მამლუქი (მზეხა) - (1958)
25. ჩვენი ეზო (თამარი) - (1956)
26. მაგდანას ლურჯა (მაგდანა) - (1955)
27. ჭირვეული მეზობლები (ფოსტალიონი) - (1945)
28. ჯურღაის ფარი (მეორე ქალიშვილი) - (1944)
29. ის კიდევ დაბრუნდება (გოგუცა) - (1943)
30. შავ მთებში (ანდია) - (1941)
31. კოლხეთის ჩირაღდნები (ნანი) - (1940)
32. დაკარგული სამოთხე (პეპელა) - (1937)
33. უკანასკნელი მასკარადი (მარო) - (1934)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.