მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სერგო ზაქარიაძე
სერგო ზაქარიაძე
01.07.1909 - 13.04.1971

ამ გვერდს გაეცნო 11953 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ბაქოში 1909 წლის 1 ივლისს (ძვ. სტ 18 ივნისს). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის სახელობის თეატრში.1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში.1955-1960 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა სცენურ მეტყველებას. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, ლენინური პრემია (1966) , რუსთაველის სახელობის პრემია (1971). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებით.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. Ватерлоо (Ru, 1970)
2. არ იდარდო! (ლევან ცინცაძე) - (1968)
3. მალე გაზაფხული მოვა (მინაგო) - (1967)
4. შეხვედრა წარსულთან (ალმასხანი) - (1966)
5. ჯარისკაცის მამა (გიორგი მახარაშვილი) - (1964)
6. პალიასტომი (ივანე) - (1963)
7. ზღვის ბილიკი (მოხუცი მეზღვაური) - (1962)
8. დღე უკანასკნელი, დღე პირველი (გიორგი) - (1959)
9. Великий воин Албании Скандербег (Ru, 1953)
10. ქეთო და კოტე (ყარაჩოხელი) - (1948)
11. გიორგი სააკაძე (შადიმან ბარათაშვილი) - (1943)
12. Кутузов (Ru, 1943)
13. მეგობრობა (ვარდენი–ბრიგადირი) - (1940)
14. სამშობლო (სარდიონი) - (1939)
15. დარიკო (სიმონა) - (1936)
16. უკანასკნელი ჯვაროსნები (თორღვაი) - (1933)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.