მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ეკა ქუთათელაძე
ეკა ქუთათელაძე
05.05.1956

ამ გვერდს გაეცნო 11413 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1956 წლის 5 მაისს. 1977 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, პროფესორ გიზო ჟორდანიას ჯგუფი. 1977 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მეტეხის დრამატულ თეატრში, კინოსტუდია "ქართული ფილმში". სხვადასხვა დროს იყო გახმოვანების მსახიობი ტელეკომპანიებში – მე-9 არხი, 1 არხი, მზე, ნიუარტ ვიდეო, ინტერნიუს სერვისი, საქართველო. მუშაობდა მეტყველების პედაგოგად - ხელოვნების ინსტიტუტში, ტელე-რადიო ინსტიტუტში, ბავშვთა სტუდია "ბასტი - ბუბუში", პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ თეატრში. 1993 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტყველების პედაგოგად. 2006 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "პირველი ნაბიჯის" მეტყველების თერაპევტი. 2010 წლიდან ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებული თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების პედაგოგია. არის თეატრისა და კინოს უმაღლესი კატეგორიის მსახიობი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ქუჩის დღეები (ექიმი) - (2010)
2. დედა (დედა) - (2005)
3. მონეტა - (2005)
4. უძინართა მზე - (1992)
5. ლოლიტა (ელენე) - (1991)
6. სიბრძნე სიცრუისა (მთხრობელი ქალი, მოგზაური) - (1991)
7. ჩვენი კეთილმოწყობილი საზოგადოება (შემსრულებელი N 977) (დიქტორი) - (1990)
8. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (დუენია) - (1989)
9. წინამორბედი (ესმა) - (1988)
10. ფანარი ქარში (ქეთო) - (1987)
11. ექვსი თოვლიანი დღე (დედა) - (1986)
12. Taynyy posol (Turkm, 1986)
13. მევლუდი (ფატი) - (1985)
14. წყარო (თამარი) - (1985)
15. დღეს ღამე უთენებია (ბატკანა) - (1983)
16. ჟამი მოქცევისა (შროშანა) - (1982)
17. მოხუცი მემანქანე (ნანა) - (1981)
18. Novye priklyucheniya kapitana Vrungelya (Ru, 1978)


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.