მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



შალვა ხონელი (გოგოლაშვილი)
შალვა ხონელი (გოგოლაშვილი)
14.01.1887 - 01.11.1972

ამ გვერდს გაეცნო 5767 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში 1887 წლის 14 იანვარს.მისი ნამდვილი გვარია გოგოლაშვილი. 1905–1910 წ.წ. მუშაობდა ხონის დრამწრეში, 1910–1912 წ.წ. თბილისის თეატრებში, 1912–13 წ.წ. ქუთაისის თეატრში. 1919 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1920–დან კვლავ განაგრძო მსახიობობა 1920-1923 ბათუმში, 1923-1926 ჭიათურის თეატრებში, ხოლო 1928 წლიდან დაბრუნდა ქუთაისის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1940). საქართველოს სახალხო არტისტი (1962).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ... - (1958)
2. საბუდარელი ჭაბუკი (ალმასხანის მეზობელი) - (1957)
3. კოლხეთის ჩირაღდნები (ნესტორი–კოლმეურნეობის თავ–რე) - (1940)
4. დაკარგული სამოთხე (ბოქაული) - (1937)
5. უკანასკნელი ჯვაროსნები (მამასახლისი ) - (1933)
6. საკანი N 79 (მამულოვი–ფაბრიკანტი) - (1929)
7. კომუნარის ჩიბუხი (ფრანგი ოფიცერი) - (1929)
8. სამანიშვილის დედინაცვალი (მიკიტანი) - (1926)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.