მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თამარ ჭავჭავაძე
თამარ ჭავჭავაძე
16.10.1896 - 20.04.1968

ამ გვერდს გაეცნო 5320 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1896 წლის 16 (21) ოქტომბერს ყვარელში. 1915 წელს შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პარალელურად მეცადინეობდა ლებედინსკის დრამატულ სტუდიაში. 1919 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1920 წელს იგი მიიღეს ახლად შექმნილ თბილისის დრამატულ დასში. 1922 წლიდან სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახ. აკ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრში. 1964 წლიდან სოხუმის თეატრში. თეატრში ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ლოპე და ვეგას ”ცხვრის წყაროში” შერსულებულმა ლაურენსიას როლმა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1934). საქართველოს სახალხო არტისტი(1943).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. გრიბოედოვის საჩუქარი - (1965)
2. ქეთო და კოტე (ხანუმა) - (1948)
3. კომუნარის ჩიბუხი (კომუნარი ქალი) - (1929)
4. Дина Дза-Дзу (Ru, 1926)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.