მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ერმალო მაღრაძე
ერმალო მაღრაძე
14.12.1943

ამ გვერდს გაეცნო 7413 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1943 წლის 14 დეკემბერს ქ. სამტრედიაში. 1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თუმცა სწავლა აღარ გააგრძელა. მუშაობდა ზესტაფონის საქკაბელში, ზესტაფონის სტამბაში, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში. 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. გზააბნეულნი (2013)
2. სიძე (2008)
3. სიცოცხლის წყარო (2007) - დოკუმენტური
4. საიმედო კავშირი (2004) - დოკუმენტური
5. სახელმწიფო სახელმწიფოში (2003) - დოკუმენტური
6. ჟამი მოლოცვისა (2001) - დოკუმენტური
7. შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. გზააბნეულნი (2013)
2. სიძე (2008)
3. ჟამი მოლოცვისა (2001) - დოკუმენტური
4. შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995)

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. გზააბნეულნი (2013)
2. სიძე (2008)
3. სიცოცხლის წყარო (2007) - დოკუმენტური

მემონტაჟეა ფილმის:
1. სახელმწიფო სახელმწიფოში (2003) - დოკუმენტური

გადაღებულია ფილმებში:
1. გზააბნეულნი (ბანკის მენეჯერი) - (2013)
2. უცხო - (1988)
3. იმედის მწვანე კუნძული - (1978)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.