მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მანანა სურმავა
მანანა სურმავა
18.07.1954

ამ გვერდს გაეცნო 8200 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში 1954 წლის 18 ივლისს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის 41–ე საშ. სკოლა, 1975 წელს – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამხასიობო–სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). 1975–81 წ.წ. მუშაობდა მსახიობად კინომსახიობთა თეატრში. 1981 წლიდან – რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში. ამჟამად მოღვაწეობს ვერიკო ანჟაფარიძის სახ. ერთი მსახიობის თეატრში. ავტორია მრავალი სატელევიზიო მონოსპექტაკლისა: ”სალამურა”, ”შელოცვა რადიოთი”, ” ეგზიუპერი”, ”პატარა უფლისწული”, ”რილკე”, ”სიმღერა სიყვარულზე და სიკვდილზე”, ”აქ მატარებლებს თეთრად ათოვს”, ”მარსელ მიტუას აკომპანიატორი” და სხვა.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ძაღლის ყნოსვა - (1989)
2. ბებია ყველასათვის - (1986)
3. მედუზა - (1985)
4. მიიღეთ გამოწვევა სენიორებო (დეიანირა) - (1982)
5. დები წყვდიადში (მარტირიო) - (1981)
6. ზღაპარი - (1980)
7. უმცროსი და (მაგდა) - (1977)
8. ბიჭი და ჩიტი - (1968)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.