მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნინელი ჭანკვეტაძე
ნინელი ჭანკვეტაძე
21.11.1957


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 10481 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1957 წლის 21 ნოემბერს, ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 140–ე საშუალო სკოლა. 1979 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1983 წლიდან არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების, ხოლო 1986 წლიდან საქართველოს კინოკავშირის წევრი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990). 1999 წ. დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით", 2006 წ. არჩეულია საქ. ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტად. 1979 წელს მიენიჭა საქ. თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს პრიზები ნატო ვაჩნაძის სახელობის (1997), კიევის ახალგაზრდული კ/ფ (1993), პირველ ქართულ კინოფესტივალის "ოქროს არწივის" (1995). მონაწილეობდა – ბარსელონის(1987), ლათინური ამერიკის (1988), ედინბურგის (1988), ლონდონის შექსპირის სახელობის (1994) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. სამი სახლი (ქეთევანი) - (2008)
2. მხოლოდ ერთხელ (თამარი) - (1994)
3. ანას დაბადების დღე (ანა) - (1992)
4. ვალსი პეჩორაზე - (1992)
5. ვირთხა (მარიკა) - (1991)
6. რჩეული (დედა) - (1991)
7. მარტოხელა მონადირე (ხათუნა) - (1989)
8. მიახლოება - (1989)
9. ბრავო, ალბერ ლოლიშ ! (ბეტი) - (1987)
10. ორომტრიალი (ნანა) - (1986)
11. რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა (ანა) - (1986)
12. საფეხური (მარიკა) - (1986)
13. ახალი არკადია - (1986)
14. სიკეთის ტელეფონი - (1986)
15. სანამ წვიმა გადივლიდეს (ელისო) - (1984)
16. სკაპენის ოინები (ზერბინეტა) - (1984)
17. ქართველები ცაში (მგზავრი) - (1984)
18. ჯადოსნური ღამე (იალთამზე) - (1983)
19. მე დავბრუნდები - (1982)
20. კუკარაჩა (ინგა) - (1982)
21. მიიღეთ გამოწვევა სენიორებო (ორტენზია) - (1982)
22. ცხელი ზაფხულის სამი დღე (თამრიკო) - (1981)
23. დები წყვდიადში (ადელა) - (1981)
24. რბოლა - (1977)






შეტყობინებები:

1. გილოცავთ, ჯანმრთელობა და ბევრი ახალი როლი კინოსა თუ თეატრში.
2011-11-21 - Maia Chkhataraishvili

2. უმშვენიერეს ქართველ ქალბატონს, ნამდვილ ჭეშმარიტ პატრიოტს, უნიჭიერესსა და ჩემ საყვარელ მსახიობს ვულოცავ დაბადების დღეს! ქალბატონო ნინელი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ამქვეყნად! გფარავდეთ უფალი!
2011-11-21 - Naira Magalashvili






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.