მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სანდრო კანდელაკი
სანდრო კანდელაკი
00.00.1892 - ..1959

ამ გვერდს გაეცნო 9113 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1892 წელს სოფ. ნიჩბისში. ქართველი ფალავანი. ყმაწვილობაში მოჯამაგირე იყო, შემდეგ მდინარე ქსანზე მებორნედ მუშაობდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას "ქართველი გოლიათი" უწოდა.1921 წლიდან რეგულარულად გამოდიოდა თბილისში, ესიკოვის ცირკში. დამარცხებული ჰყავს ბევრი სახელოვანი მოჭიდავე (თ. კოჟემიაკინი, ი. ზაიკინი, პ. ზაგორუიკო და სხვა). რამდენჯერმე შეხვდა უძლიერეს რუს მოჭიდავეს ი. პოდდუბნის, მათი შეხვედრები თითქმის ყოველთვის ფრედ მთავრდებოდა. მართალია, კლასიკური ჭიდაობის ელემენტები არ ქონდა შესწავლილი, მაგრამ დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში. 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ქაჯანა (ზაქრო) - (1941)
2. მეგობრობა (სანდრო) - (1940)
3. ქაჯეთი (ფრიდონი) - (1936)
4. უკანასკნელი ჯვაროსნები (იმედა) - (1933)
5. ჯანყი გურიაში (როსტომი) - (1928)
6. ხანუმა - (1926)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.