მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ზურაბ ცინცქილაძე
ზურაბ ცინცქილაძე
06.07.1952

ამ გვერდს გაეცნო 10193 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1952 წლის 6 ივლისს, ქ. ბათუმში. 1969 წელს დაამთავრა ორთაბათუმის საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. არის მეტეხის თეატრის ერთ–ერთი დამფუძნებელი, სადაც ნათამაშები აქვს 30–ზე მეტი მთავარი როლი. 1973 წლიდან მონაწილეობს რადიოდადგმებში. 1977-2003 წლებში მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი. 1987 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1991 წელს დააფუძნა კინოსტუდია "აჭარა". 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 1996-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილების თავმჯდომარედ. 1996-2003 წლებში იყო ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი. 2000 წელს დააფუძნა ხელოვანთა ლიგა, 2006 წელს დააფუძნა თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია და ხელმძღვანელობას უწევს ორგანიზაციის კულტურულ შემოქმედებით პროგრამებს. ღირსების ორდენის კავალერი (2002). მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2003 წელს მიენიჭა ბათუმის რაიონის საპატიო წოდება. ყავს მეუღლე მსახიობი თამარ დათუაშვილი, ორი ქალიშვილი და 4 შვილიშვილი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. სვანი (თარხან რექჩიანი) - (2007)
2. კიდევ ერთი ქართული ისტორია - (2003)
3. სათნოებათა კიბე - (1996)
4. პრემიერა (თემო) - (1991)
5. იქ-ჩემთან (ბარათა) - (1990)
6. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (პატიმარი) - (1989)
7. წინამორბედი (რედაქტორი) - (1988)
8. საფეხური - (1986)
9. მევლუდი (მევლუდი) - (1985)
10. სახლი ლესნაიაზე (სტამბის მუშა) - (1980)
11. თვალი პატიოსანი - (1976)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.