მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



შალვა ღამბაშიძე
შალვა ღამბაშიძე
01.08.1899 - 18.05.1955

ამ გვერდს გაეცნო 6610 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ზესტაფონში 1899 წლის 1 აგვისტოს. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1917 წელს, შევიდა ქუთაისის დრამატულ თეატრში დამწყებ მსახიობად, შემდეგ კი გადავიდა თბილისის დრამატულ სტუდიაში.1920 წლიდან მუშაობას იწყებს ბათუმის დრამატული საზოგადოების თეატრში. 1921 წლიდან 1927 წლამდე კი მუშაობს რუსთაველის სახელობის თეატრში. იგი არ კმაყოფილდება მხოლოდ თეატრალური კულტურის დაუფლებით და შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როცა ქუთაისში მარჯანიშვილი ხელმძღვანელობით 1928-1929 წლის თეატრალური სეზონი გაიხსნა, იგი აღნიშნული თეატრის მსახიობი იყო. 1930 წლიდან მუშაობდა მსახიობად თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თატრში. 1938 წელს დაინიშნა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. საქართველოს სახალხო არტისტი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით “კავკასიის დაცვისათვის“ და “1941–45 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ჭრიჭინა (ირაკლი) - (1954)
2. მწვერვალთა დამპყრობნი (ექიმი თუმანიშვილი) - (1952)
3. გაზაფხული საკენში (ადამური) - (1950)
4. ბედნიერი შეხვედრა (ზურაბი) - (1949)
5. ქეთო და კოტე (მაკარი) - (1948)
6. დავით გურამიშვილი (თავადი ელიზბარი–ქეთევანის მამა) - (1946)
7. ჭირვეული მეზობლები (გრამიტონი) - (1945)
8. გიორგი სააკაძე (ანდუყაფარი) - (1943)
9. ის კიდევ დაბრუნდება - (1943)
10. დიადი განთიადი (ქარუმიძე–დიპლომატი) - (1938)
11. დარიკო (დავითი) - (1936)
12. უკანასკნელი მასკარადი (მდიდარი ვაჭარი ) - (1934)
13. კომუნარის ჩიბუხი (ყასაბი) - (1929)
14. ქალი ბაზრობიდან (რიჩარდი–ადამსის უფ.ვაჟი პირველი ცოლისაგან) - (1928)
15. ჯანყი გურიაში - (1928)
16. სამანიშვილის დედინაცვალი (ბეკინა სამანაშვილი) - (1926)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.