მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



იოსებ (სოსო) ხაინდრავა
იოსებ (სოსო) ხაინდრავა
21.12.1939

ამ გვერდს გაეცნო 8095 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში 1939 წლის 21 დეკემბერს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის 42–ე საშ. სკოლა და იმავე წელს მოეწყო შოთა რუსთაველის თეატრთან არსებულ სამსახიობო სტუდიაში. 1960–66 წ.წ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1960–69 წ.წ. მუშაობდა შ. რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში მსახიობად და რეჟისორის ასისტენტად. 1970–2004 წ.წ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. მიყავდა ისეთი პოპულარული გადაცემები, როგორიც იყო ”ოქროპირი” და ”აუქციონი”.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ჯართოსანი (ზურა) - (2009)
2. გაღმა ნაპირი - (2009)
3. წითელი პატეფონი (ნოე) - (1995)
4. ლეონარდო - (1993)
5. ლოლიტა (მაკლერი) - (1991)
6. მე, პელეს ნათლია! - (1991)
7. ხსოვნა (ვახტანგი) - (1989)
8. შუაკაცი (ძია მიტო) - (1985)
9. თბილისი, პარიზი, თბილისი - (1980)
10. მეცამეტე გოჭი (მგზავრი) - (1979)
11. ქორწინება იმერულად (ბიკენტი) - (1979)
12. შესვენება (ხაინდრავა) - (1978)
13. ყვარყვარე (მენშევიკი) - (1978)
14. თვალი პატიოსანი (ოფიციანტი) - (1976)
15. შერეკილები (ექიმის თანაშემწე) - (1973)
16. წუთისოფელი (დეზერტირი) - (1971)
17. მოიტაცეს თამარ ქალი (მილიციონერი) - (1971)
18. გელა (ჯარისკაცი) - (1971)
19. განგაში (ექიმი) - (1968)
20. ბზიანეთი (სოსა) - (1968)
21. ჩემი მეგობარი ნოდარი (ბილიარდის მოთამაშე) - (1967)
22. შეხვედრა წარსულთან (კომკავშირელი) - (1966)
23. პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციის მორიგე) - (1965)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.