მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თამარ ბაქრაძე
თამარ ბაქრაძე
10.01.1908 - 18.06.1995

ამ გვერდს გაეცნო 4356 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ხაშმში (საგარეჯოს რ–ნი) 1908 წლის 10 იანვარს. თბილისის მეხუთე ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1925–29 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, პარალელურად 1930 წელს დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში მსახიობად. 1934–39 წ.წ. მუშაობდა ამავე სტუდიის პედაგოგად; 1939–44 წ.წ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის მსახიობთა ოსტატობის კათედრის ასისტენტია, ხოლო შემდეგ – მხატვრული კითხვის კაბინეტის გამგე. 1963 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კინსერვატორიაში მსახიობის ოსტატობის პედაგოგად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1941), საქართველოს სახალხო არტისტი (1967). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ენგურის ნაპირებზე (მარიამი) - (1961)
2. ჩრდილი გზაზე (მაგდანა) - (1956)
3. შირვანსკაიას დანაშაული (ოფიც.მირონოვის ცოლი) - (1926)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.