მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნიკოლოზ ნაგორნი
ნიკოლოზ ნაგორნი
24.12.1899 - 06.06.1964

ამ გვერდს გაეცნო 4426 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1899 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის I კომერციულ სასწავლებელში. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა დრამატულ წრეებში მიხეილ კალატოზიშვილთან და მიხეილ ჭიაურელთან ერთად. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იყო მსახიობი სხვადასხვა თეატრებში (მინიატურების თეატრი, ”სისხლიანი ჯიმი”, სახალხო თეატრი, რევოლუციის თეატრი). 1930 წლიდან მუშაობდა საქკინმრეწვის კინოქრონიკის სექციაში ოპერატორად. იყო უმაღლესი კატეგორიის ოპერატორი. გადაღებული აქვს მრავალი სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. დაკარგული საუნჯე - (1924)
2. წითელი ეშმაკუნები - (1923)
3. მამის მკვლელი - (1923)
4. არსენა ჯორჯიაშვილი - (1921)


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.