მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მარი (მარინა) ჯანაშია
მარი (მარინა) ჯანაშია
28.12.1949


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 10608 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1949 წლის 28 დეკემბერს. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი (პედაგოგი _ მ. თუმანიშვილი). 1968-1981 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობად, 1981-1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობად, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981). ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2010). 2000 წელს კიშინოვის ფესტივალზე მიიღო პრიზი ოქროს "იონი".


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. გრძელი ნათელი დღეები (მასწავლებელი) - (2013)
2. ჩემი საბნის ნაკეცი - (2013)
3. მშვიდობით, ქალბატონო - (2006)
4. უჩინარი - (2001)
5. დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...) (ლიზა ოცხელი) - (1993)
6. ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე) (ევრიდიკე) - (1991)
7. სიბრძნე სიცრუისა (მელა) - (1991)
8. მარტოხელა მონადირე (მარიკა) - (1989)
9. ცოდვის შვილები - (1989)
10. ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (მარინა) - (1984)
11. მარადისობის კანონი (მარიამი) - (1982)
12. კუკარაჩა (ანიკო) - (1982)
13. გზის დასაწყისი - (1982)
14. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) (გიორგის დედა ახალგაზრდობაში) - (1980)
15. დილის ნისლივით - (1976)
16. საქმე გადაეცემა სასამართლოს (ლიანა დევდარიანი - პროკურორის თანაშემწე) - (1975)
17. ნუცა - (1971)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.