მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კოტე მახარაძე
კოტე მახარაძე
17.11.1926 - 19.12.2002

ამ გვერდს გაეცნო 6908 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1926 წლის 17 ნოემბერს.1934 წელს 7 წლის შევიდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1941 წელს.1944 წელს ასევე წარმატებით დაამთავრა სკოლა და ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, აკაკი ხორავას, გიორგი ტოვსტონოგოვის, დიმიტრი ალექსიძის მოსწავლემ 1948 წელს წარმატებით დაამთავრა ინსტიტუტი და მიღებულ იქნა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. სადაც მან დაჰყო 23 წელი, 1970 წლიდან გადავიდა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1973–74 წ.წ. იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (დღეს უნივერსიტეტი) ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. 1997 წელს ქ. თბილისში დაარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეტრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით, იგი იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში. 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე (მათ შორის სამ ოლიმპიადიდან, სამ მსოფლიო ჩემპიონატიდან). მას მიჰყავდა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი – 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების თასი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი(1966). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის (1967) და ღირსების ორდენებით. კოტე მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ღამის ზარები - (1997)
2. მონანიება (პროკურორი) - (1984)
3. დილის ნისლივით (კოტე) - (1976)
4. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (კოტე) - (1975)






შეტყობინებები არ არის!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.