მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



არკადი ხინთიბიძე
არკადი ხინთიბიძე
08.01.1898 - 04.08.1963

ამ გვერდს გაეცნო 6710 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ძიმითში (ახლ. ოზურგეთის რ-ნი) 1998 წლის 8 იანვარს. 1919 წ. მუშაობდა ფოთში გადამწერად, 1919-1921 წ.წ. მასწავლებლად სოფ ნაგომარში, 1922-1923 წ.წ. სახკომ-ის რეგისტრატორად ბათუმში. 1923 წ. დაამთავრა მუშათა კულტურის დრამატული სტუდია. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1923-28 წ.წ. იყო თბილისის მუშათა კულტურის თეატრის მსახიობი,1924 წლიდან არის ”სახკინმრეწვის” მსახიობი და რეჟისორი. 1936-1948 წ.წ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და იყო სასწავლო ნაწილი თბილისის სტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სკოლაში. 1949 წლიდან დაიწყო გრაფიკული მულტიპლიკაციის რეჟისორობა და იღებდა ანიმაციურ ფილმებს. საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1958).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მტრობა (1959) - ანიმაციური
2. ჩხიკვთა ქორწილი (1957) - ანიმაციური
3. წუნა და წრუწუნა (1955) - ანიმაციური
4. ჯაფარა (1951) - ანიმაციური
5. მამაცი მთამსვლელები (1950) - ანიმაციური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მტრობა (1959) - ანიმაციური
2. წუნა და წრუწუნა (1955) - ანიმაციური
3. ჯაფარა (1951) - ანიმაციური

გადაღებულია ფილმებში:
1. ვისი ბრალია? - (1930)
2. ქალიშვილი ხიდობნიდან (ლომკაცა) - (1940)
3. მეგობრობა (ფოსტალიონი) - (1940)
4. დაკარგული სამოთხე (მიქელა–აზნაური) - (1937)
5. დარიკო (ტიტიკო) - (1936)
6. ნახვამდის (მოქეიფე ახალგაზრდა) - (1934)
7. ჟუჟუნას მზითევი (დარაჯი) - (1934)
8. უკანასკნელი მასკარადი (ენაბლუ ტუსაღი) - (1934)
9. უდაბნო (კოჩია) - (1932)
10. შაქირი (როტე ფანე) - (1932)
11. დამკვრელი (მუშის მეგობარი) - (1931)
12. ლურსმანი ჩექმაში (ბრონირებული მატარებლის უფროსი) - (1931)
13. ამერიკანკა (არალეგალური სტამბის მუშა) - (1930)
14. უსინათლო - (1930)
15. ჯანყი გურიაში (ივანე–აზნაური) - (1928)
16. ახალგაზრდობა იმარჯვებს (ისმაილი) - (1928)
17. კრაზანას ბუდე - (1927)
18. ვინ არის დამნაშავე ? (ყარამანი) - (1925)
19. ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") - (1925)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.