მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



აკაკი ხორავა
აკაკი ხორავა
17.04.1895 - 23.06.1972

ამ გვერდს გაეცნო 9636 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ოჩხამურში (ჩხორუწყუს რაიონი) 1895 წლის 17/29 აპრილს. 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა (1915-1917) და თბილისის (1919)უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა ა. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფეხიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 დირექტორი.1924 წლიდან იღებდნენ კინოში.ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-1947, 1957-1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951). 1972 წელს ხორავას სახელი ეწოდა მსახიობის სახლს (თბილისი). სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (გიჟუა) - (1965)
2. სად არის შენი ბედნიერება, მზია? (შალვა) - (1959)
3. მამლუქი (ალი-ბეგი) - (1958)
4. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ... (პოეტის მამა) - (1958)
5. ჩხიკვთა ქორწილი - (1957) - [ახმოვანებს], ანიმაციური
6. ჭირვეული მეზობლები (ქარხნის დირექტორი) - (1945)
7. მალახოვის ყორღანი (ვიცე–ადმირალი) - (1944)
8. გიორგი სააკაძე (გიორგი სააკაძე) - (1943)
9. ორი მეგობარი (კოლმეურნეობის თავ–რე) - (1937)
10. ნარინჯის ველი (მოხუცი კოლმეურნე) - (1937)
11. ლურსმანი ჩექმაში (პროკურორი) - (1931)
12. ჩემი ბებია (მუშა) - (1929)
13. ნათელა (მჭედელი მიქავა) - (1926)
14. წარსულის საშინელებანი (გლეხი) - (1925)
15. შუქურას საიდუმლოება (ასლანი) - (1925)
16. ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") (სანდრო) - (1925)
17. დაკარგული საუნჯე - (1924)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.