მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



უშანგი ჩხეიძე
უშანგი ჩხეიძე
28.11.1898 - 01.12.1953

ამ გვერდს გაეცნო 5836 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1898 წლის 28 ნოემბერს სოფელ ფუთში (ზესტაფონის რაიონი). ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში. 1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1920-1928 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, 1928-1932 წლებში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ჯერ ქუთაისის, შემდგომ კი თბილისის თეატრში მსახიობად. მისი ინიციატივით 1931 წელს მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 35 წლამდე, იყო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1933). საქართველოს სახალხო არტისტი (1935).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ნარინჯის ველი (იულონი–რაიკომის მდივანი) - (1937)
2. კომუნარის ჩიბუხი (რუ–კალატოზი) - (1929)
3. ქარიშხლის წინ (ნიკო) - (1924)


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.