მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



აკაკი ვასაძე
აკაკი ვასაძე
06.08.1899 - 03.04.1978

ამ გვერდს გაეცნო 10793 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში 1899 წლის 6 აგვისტოს. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე (1918), გ. ჯაბადარის სახელობის თბილისის დრამატულ სტუდიაში (1918-1920). 1920 წლიდან იყო შ. რუსთაველის სახ. თბილისის თეატრის მსახიობი. 1926 წლიდან ამავე თეატრის რეჟისორი, ხოლო 1955 წლიდან მთავარი რეჟისორი. 1958 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იყო შ. რუსთაველის სახ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1936). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1942, 1946, 1951), საქართველოს შ. რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1975).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. დათა თუთაშხია (მიქაელი) - (1978)
2. საქმე გადაეცემა სასამართლოს (გორდეზიანი) - (1975)
3. მთვარის მოტაცება (ტარიელ შერვაშიძე) - (1973)
4. დიდოსტატის მარჯვენა (ფარსმან სპარსი) - (1970)
5. ტარიელ გოლუა (დავითი) - (1968)
6. უდიპლომო სასიძო (პარმენი) - (1961)
7. ამბავი ერთი ქალიშვილისა (მიხა) - (1960)
8. დღე უკანასკნელი, დღე პირველი (პროფესორი) - (1959)
9. ფატიმა (ზაურბეკი) - (1958)
10. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ... (ალიხანოვ–ავარსკი) - (1958)
11. მე ვიტყვი სიმართლეს (მელიტონი) - (1957)
12. მაგდანას ლურჯა (მამასახლისი) - (1955)
13. გიორგი სააკაძე (შაჰ–აბასი) - (1943)
14. ქალი ბაზრობიდან (ედვინი–ადამსის შვილი მეორე ცოლისაგან) - (1928)
15. სამანიშვილის დედინაცვალი (პლატონ სამანიშვილი) - (1926)
16. Дина Дза-Дзу (Ru, 1926)
17. მამის მკვლელი (გირგოლა–იასაული) - (1923)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.