მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კოტე ანდრონიკაშვილი
კოტე ანდრონიკაშვილი
30.12.1887 - 02.06.1954

ამ გვერდს გაეცნო 5185 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1887 წლის 30 დეკემბერს ქ. ყვარელში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში. 1906-10 წ.წ. სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პარიზშივე დაამთავრა თეატრ ”ოდიონთან” არსებული სარეჟისორო ინსტიტუტი, სადაც ჩაირიცხა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის ალექსანდრე ჯაბადარის შუამდგომლობით. 1912-30 წ.წ. მუშაობდა რეჟისორად საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, 1930-45 წ.წ. - რუსეთის სხვადასხვა თეატრებში, ხოლო 1945 წლიდან მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში და შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო და სარეჟისორო კათედრის გამგედ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ნახვამდის - (1934)
2. ჯანყი გურიაში (ჰასან ბეგი) - (1928)
3. კრაზანას ბუდე - (1927)
4. ნათელა (ომარ ფაშა) - (1926)
5. ვინ არის დამნაშავე ? (ცირკის დირექტორი) - (1925)
6. არსენა ყაჩაღი (თავადი ირაკლი) - (1923)
7. მამის მკვლელი (კობა–იაგოს მეგობარი) - (1923)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.