მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



სოფია ჟოზეფი
სოფია ჟოზეფი

ამ გვერდს გაეცნო 4335 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1906 წელს კლინიცაში (ბელორუსია), ცირკის პოპულარული მსახიობების ოჯახში (ნამდვილი სახელი და გვარია - სოფია ლიპკინა). სოფიას საცირკო დებიუტი სამი წლის ასაკში შედგა თბილისში 1909 წელს. თბილისში მორიგი საცირკო გამოსვლისას იგი შენიშნა ივანე პერესტიანმა და დაპატიჟა მონაწილეობის მისაღებად ფილმში ”წითელი ეშმაკუნები”. პერესტიანთან მუშაობის შემდეგ ჟოზეფი პოპულარული სახე გახდა ქართულ კინოში. 1923-33 წლებში მან საქართველოს ”სახკინმრეწვის” სტუდიის ათამდე ფილმში ითამაშა. 1932 წელს გაემგზავრა აზერბაიჯანში, მაგრამ ბაქოს კინოსტუდიაში მისთვის სამუშაო არ აღმოჩნდა. მას არ სწყალობდნენ 1937 წელს მეუღლის, რეჟისორ ვაკნიანსკის დაპატიმრების შემდეგაც. ამიტომ სოფია იძულებული გახდა ჯერ მკერავად, მოგვიანებით კი, 17 წლის განმავლობაში, მემანიკურედ ემუშავა. მეუღლის რეაბილიტირების შემდეგ საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე (1982) ცხოვრობდა.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ნამდვილი კავკასიელი (მოლარის ცოლი) - (1931)
2. გაფლანგვა (ელენ ფონ-ბოლი ) - (1927)
3. ილან დილი (დუნიაშა) - (1926)
4. სავურ მოგილა (დუნიაშა) - (1926)
5. შირვანსკაიას დანაშაული (დუნიაშა) - (1926)
6. სასჯელი (დუნიაშა) - (1926)
7. ვინ არის დამნაშავე ? (ჟანეტა–ცირკის მსახიობი) - (1925)
8. დაკარგული საუნჯე (ტანია–ილიას საცოლე) - (1924)
9. წითელი ეშმაკუნები (დუნიაშა–მიშას და) - (1923)
10. Легенда о Девичьей башне (Az, 1923)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.