მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე იმედაშვილი
ალექსანდრე იმედაშვილი
18.02.1882 - 25.09.1942

ამ გვერდს გაეცნო 5375 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1882 წლის 18 თებერვალს. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1898 -1900 წ.წ. სწავლობდა მანუელიანცის საბუღალტრო კურსებზე. ხშირად ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, რამაც გადააწყვეტინა თეატრში მუშაობა. 1900 წ. ვ. გუნიას მიერ მოწყობილ გამოსაცდელ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად და იგი ქართული თეატრის დასში ჩარიცხეს. 1922-23, 1926-28 და 1932-39 წ.წ. მოჭვაწეობდა “სახკინმრეწვში”. 1939 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში. 1932 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. არსენა (ფარსადანი) - (1937)
2. მდინარის გაღმა (მოხუცი ამზათი) - (1935)
3. კრაზანა (კარდინალი მონტანელი) - (1928)
4. ელისო (ასთამირი) - (1928)
5. გიული (ალი) - (1927)
6. ამოკი (ექიმი) - (1927)
7. ქარიშხლის წინ (პეტუა) - (1924)
8. მოძღვარი (გელა-მაყვალას ქმარი) - (1922)
9. არსენა ჯორჯიაშვილი (მუშა-რევოლუციონერი) - (1921)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.